კვარა მატჩის MVP გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა „ლიონი“- „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ჩვენიანმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, მის ანგარიშზე მხოლოდ საგოლე პასია, მაგრამ ზოგადად ითამაშა მაგრად და საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საუკეთესო კვარაცხელია – ხვიჩამ და მიქაუტაძემ საგოლე პასები დაარიგეს: პარიზმა ლიონს მოუგო

ქართველ შემტევს ანალიტიკურმა ვებგვერდებმაც ცხადია მაღალი შეაფსება დაუწერეს (Flashscore – 9.0, Whoscored – 8.9).

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში სამივე ქართველმა (კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი) საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი ამბები