ჩიკაგოში, მკლავჭიდში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი ულაპარაკოდ დაამარცხა – 5:0 და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ჩვენიანმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა. ქართველ ჰალკს იტალიელთან ადრეც გაუმარჯვია.
საგინაშვილი მსოფლიო ჩემპიონი 2024 წელს, დევონ ლარატის დამარცხების შემდეგ გახდა.
