ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა, ნიურნბერგმა ისევ წააგო

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ ისევ დამარცხდა , რომელიც „პროისენ მიუნსტერს“ ესტუმრა და 1:2 წააგო.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, 90+4-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება ცუდი არ არის – 6.9.

„ნიურნბერგს“ ჯერ ქულა არ აქვს, სამივე შეხვედრაში დამარცხდა.~

პროისენი – ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 ბატისტა მეიერი (32), 2:0 შულცი (43), 2:1 ლიუბახი (75)

“ნიურნბერგი“ 29 აგვისტოს „პადერბორნს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები