სწორედ ასეთი გვჭირდება: ხვიჩა მწვრთნელს მოსწონს

პსჟ-მა ლაღად გაიარა ჩემპიონთა ლიგაზე თანამემამულე „ბრესტის” ბარიერი (7:0 და 3:0) ახლა 1/8 ფინალში ურთულეს მეტოქეს ელოდება „ბარსელონას“ ან „ლივერპულის“ სახით.

ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა და თამაშის შემდეგ მის შესახებ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც ისაუბრა.

„ტოპ-ფეხბურთელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად სათანადო ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია ჯერ კიდევ სჭირდება. საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და მაინც ასე ეხმარები გუნდს დაცვაში, სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება“.

მსგავსი ამბები