ფოტო: როგორ დახვდნენ ხვიჩას პარიზს ამერიკაში

პსჟ აშშ-შია და საკლუბო მუნდიალისთვის ემზდება. კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს ამერიკაში მშვენიერი დახვედრა მოუწყვეს. ამსახველი ფოტოები პარიზული კლუბის საიტზე დევს.

პსჟ-ს საიტი იტყობინება, რომ 11.5-საათიანი მგზავრობის შემდეგ გუნდი ლოს-ანჯელესში ჩავიდა და ქალაქის გარეუბანში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის სპორტულ ბაზაზე დაბინავდა, სადაც თბილი შეხვედრა მოუწყვეს – უკრავდა ორკესტრი, ხვიჩა კვარაცხელიას და მის პარტნიორებს ადგილობრივი გულშემატკივრები და სტუდენტები მიესალმენ.

პსჟ-მ უნივერსიტეტის ბაზაზე ივარჯიშა, ლუის ენრიკემ კი განაცხადა, რომ უხარიათ ჩემპიონატზე მონაწილეობა, ერთი სული აქვთ როდის დაიწყება ტურნირი, რომელიც პირველად უნდა მოიგონ და თასი პარიზში წაიღონ.

მსგავსი ამბები