ფულადი ჯარიმა და ერთი მატჩი უმაყურებლოდ: რას განიხილავს უეფა

უეფა საქართველოს ნაკრების ფულადი ჯარიმითა და ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებით დასჯას განიხილავს – ინფორმაციას La Gazzetta Georgia ავრცელებს.

ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ ინციდენტი მოხდა, თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ.

საქართველოს ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

უეფას ჯერ გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მსგავსი ამბები