ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა, ვერ გაიტანა და ლევანტემაც წააგო

ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ფეროლს“ უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა – 0:1.

ქართველი ნახევარმცველი ამჯერად სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს, 74-ე წუთზე შევიდა და „ლევანტეს“ შეტევა გამოაცოცხლა. გიორგის თავადაც ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მის დარტყმას მცველი გადაეღობა.

ქოჩორაშვილმა გასული ტურის მატჩი „დეპორტივოსთან“ ტრავმის გამო გამოტოვა,

ლევანტე – რასინგ ფეროლი 0:1
გოლი: დორიო (8)

25 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 42 ქულით მე-7 ადგილზეა და 8 თებერვალს სტუმრად „მალაგას“ შეხვდება.

მსგავსი ამბები