წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: რას ამბობს ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ბარიერი მარტივად დასძლია და ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩა. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მცირე კომენტარი გააკეთა სომხურ პლატფორმა Fast Media-სთან.

„ხალხი ფეხბურთზე ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს და არჩევს, მაგრამ წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: დაუღალავი შრომა.

წელიწადნახევრის წინ ესპანეთთან 1:7 წავაგეთ, მაგრამ შრომა გავაგრძელეთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და ახლა შედარებით უკეთეს პოზიციაზე ვართ“.

მსგავსი ამბები