ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორია: ქართველმა მესი, იამალი, მბაპე უკან მოიტოვა

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორების სიას სათავეში ჩაუდგა.

GiveMeSport-ის რეიტინგში პსჟ-ს ქართველმა ვინგერმა პირველი ადგილი დაიკავა. სია შედგა ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა წარმატებული ფინტები და მათი საერთო რაოდენობა, კონკურენციის დონე, ფეხბურთელის მოქმედების სტილი.

ტოპ 10-ში მოხვდნენ:

  1. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ.
  2. რაიან შერკი, „ლიონი“.
  3. ჯამალ მუსიალა, „ბაიერნი“.
  4. ვინისიუსი, „რეალი“.
  5. უსმან დემბელე, პსჟ.
  6. ლეო მესი, „ინტერ მაიამი“.
  7. ლამინ იამალი, „ბარსელონა“.
  8. დეზირე დუე, პსჟ.
  9. ნიკო უილიამსი, „ატლეტიკი“.
  10. კილიან მბაპე, „რეალი“.

მსგავსი ამბები