ხვიჩა კბვარაცხელიამ და პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში წააგეს: ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბოტაფოგოსთან“ 0:1.
თურმე ასეთებიც ხდება: პსჟ-მ წააგო, ხვიჩა სხვებს ჯობდა
მატჩის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავის წილ ცუდი მატჩი არ ჰქონია. ჩვენიანმა აღნიშნა, რომ შედეგით ყველა გაკვირვებულია:
„შედეგმა გაგვაკვირვა. ახლა თამაში და გამოუყენებელი მომენტები უნდა განვიხილოთ. მომდევნო მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ და სრულად კონცენტრირებულ ვიყოთ.
პსჟ ისეთი გუნდია, სადაც ერთ-ერთზე თამაში შემიძლია და ეს ძალიან მახარებს. თავისუფლად ვთამაშობ.
საფრანგეთში დავინახე, რომ იტალიასთან დიდი განსხვავება არაა. ყველაზე დიდი სხვაობა ისაა, რომ აქ ყველა უტევს, იტალიაში კი თამაში უფრო ტაქტიკურია“.
