ეჰ, აქ ხვიჩა არ უნა იყოს: სიტი ლიდერია – კლუბები, რომლებმაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი გაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატი მალე დაიწყება და მონაწილეებმა საბოლოოდ გამოაცხადეს შემადგენლობები. შესაბამისად, ცნობილია კლუბები, რომლებსაც მუნდიალზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ.

ალ ჰილალი – 12 ფეხბურთელი

ამ სიაში საუდის არაბეთის კლუბის არსებობა შეიძლება გასაკვირი ჩანდეს. თუმცა, გამოძახებული მოთამაშეები ყველაფერს ნათელს ხდის: 6 მათგანი თავად საუდის არაბეთის ნაკრებშია, ხოლო კიდევ 6 – მათი ნაკრებების თვალსაჩინო წარმომადგენლები (კალიდუ კულიბალი (სენეგალი), ტეო ერნანდესი (საფრანგეთი), დარვინ ნუნიესი (ურუგვაი), იასინ ბუნუ (მაროკო), რუბენ ნევეში (პორტუგალია).

ატლეტიკო მადრიდი – 12 ფეხბურთელი

მადრიდის კლუბიდან 6 არგენტინელია (ხულიან ალვარესი, ჯულიანო სიმეონე, ნაუელ მოლინა, ხუან მუსო, ნიკოლას გონსალესი, ტიაგო ალმადა). ეს გასაკვირი არ არის, რადგან დიეგო სიმეონე ტრადიციულად თანამემამულეებს იწვევს ხოლმე.

ესპანეთის ნაკრებში არიან მარკოს ლორენტე, ალექს ბაენა, მარკ პუბილი.

კიდევ სამი: ხოსე მარია ხიმენესი (ურუგვაი), ობედ ვარგასი (მექსიკა),ალექსანდრ სორლოტი (ნორვეგია).

კრისტალ პალასი – 12 ფეხბურთელი

სულ რაღაც ერთი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს მოკრძალებული კლუბი 12 მოთამაშეს წარადგენდა მუნდიალზე. თუმცა, წელიწადში სამი ტიტულის მოგების შემდეგ, „კრისტალ პალასის“ ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების ყურადღება მიიპყრეს.

ესპანეთი: იერემი პინო
საფრანგეთი: ჟან-ფილიპ მატეტა, მაქსენს ლაკრუა
კოლუმბია: დანიელ მუნიოსი, ჯეფერსონ ლერმა
იაპონია: დაიჩი კამადა
კოტ-დ’ივუარი: ევან გესანი
ინგლისი: დინ ჰენდერსონი
ნორვეგია: იორგენ ლარსენი
მაროკო: შადი რიადი
აშშ: კრის რიჩარდსი
სენეგალი: ისმაილა სარი

მანჩესტერ იუნაიტედი – 12 ფეხბურთელი

ბევრი კაზემიროსაც „მანჩესტერს“ მიაწერს, მაგრამ ის უკვე აღარ არის „წითელი ეშმაკების“ რიგებში.
სამაგიეროდ სიაშია მარკუს რეშფორდი, რადგან სეზონის „ბარსელონაში“ გატარების მიუხედავად, ის მაინც „იუნაიტედის“ ფეხბურთელად რჩება.

ბრაზილია: მატეუს კუნია
მაროკო: ნუსეირ მაზრაუი
თურქეთი: ალთაი ბაინდირი
ურუგვაი: მანუელ უგარტე
კოტ-დ’ივუარი: ამად დიალო
ბელგია: სენე ლამენსი
არგენტინა: ლისანდრო მარტინესი
შოტლანდია: ტაილერ ფლეტჩერი
ინგლისი: კობი მაინუ, მარკუს რაშფორდი
პორტუგალია: ბრუნო ფერნანდეში, დიოგო დალო

ბარსელონა – 15 ფეხბურთელი

კატალონიური გუნდის 8 ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, რაც გასაკვირი არ არის: დანი ოლმო, ერიკ გარსია, ფერან ტორესი, გავი, ჟოან გარსია, ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, პედრი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ენტონი გორდონი ცოტა ხნის წინ შეუერთდა „ბარსელონას“.

ურუგვაი: რონალდ არაუხო
საფრანგეთი: ჟიულ კუნდე
ბრაზილია: რაფინია
ეგვიპტე: ჰამზა აბდელკარიმი
პორტუგალია: ჟოაო კანსელო
ნიდერლანდები: ფრენკი დე იონგი
ინგლისი: ენტონი გორდონი

არსენალი – 16 ფეხბურთელი

ინგლისის ჩემპიონს ოკეანის გაღმა 16 მოთამაშე წარმოადგენს, თუმცა გულშემატკივრებს შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ ზოგიერთი მოთამაშის გამოძახებასთან დაკავშირებით: ზოგი დიდი ხანია ტრავმირებულია, ზოგი კი არადამაჯერებელია.

შვედეთი: ვიქტორ დიოკერეში
ნიდერლანდები: იურიენ ტიმბერი
ბელგია: ლეანდრო ტროსარდი
გერმანია: კაი ჰავერცი
ნორვეგია: მარტინ ოდეგორი
ეკვადორი: პიერო ინკაპიე
საფრანგეთი: უილიამ სალიბა
ბრაზილია: გაბრიელ მაგალიაეში, გაბრიელ მარტინელი
ინგლისი: ბუკაიო საკა, დეკლან რაისი, ებერეჩი ეზე, ნონი მადუეკე

ესპანეთი: მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი, დავიდ რაია

პსჟ – 16 ფეხბურთელი

ევროპის საკლუბო ჩემპიონიდან 16 ფეხბურთელი იქნება მსოფლიოზე და როგორი სამწუხაროა, რომ მათ შორის არ არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელია.

ბრაზილია: მარკინიოსი
მაროკო: აშრაფ ჰაკიმი
ეკვადორი: უილიან პაჩო
ტუნისი: ხალილ აიარი
სამხრეთ კორეა: ლი კან-ი
სენეგალი: იბრაჰიმ მ’ბაიე
ესპანეთი: ფაბიან რუისი
პორტუგალია: გონსალო რამოში, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ნუნო მენდეში
საფრანგეთი: უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, ლუკას ერნანდესი, უორენ ზაირ-ემერი, დეზირე დუე

ბაიერნი – 17 ფეხბურთელი

გერმანულმა კლუბმა მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის ნახევარი გუნდი გაგზავნა.

ინგლისი: ჰარი კეინი
იაპონია: ჰიროკი იტო
სამხრეთ კორეა: კიმ მინ-ჯე
ავსტრია: კონრად ლაიმერი
კანადა: ალფონსო დევისი
საფრანგეთი: დაიო უპამეკანო, მაიკლ ოლისე
კოლუმბია: ლუის დიასი
ხორვატია: იოსიპ სტანიშიჩი
გერმანია: ლეონ გორეცკა, ჯოშუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, მანუელ ნოიერი, პავლოვიჩი, ლენარტ კარლი, ჯონათან ტა.

მანჩესტერ სიტი – 19 ფეხბურთელი

19 მოთამაშე 12 ქვეყნიდან! „მანჩესტერ სიტი“ ამ სიაში ყველაზე მრავალეროვნული გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი კონტრიბუტორი.

განა: ანტუან სემენიო
ალჟირი: რაიან აიტ-ნური
ბელგია: ჯერემი დოკუ
საფრანგეთი: რაიან შერკი
ხორვატია: იოშკო გვარდიოლი, მატეო კოვაჩიჩი
ეგვიპტე: ომარ მარმუში
ესპანეთი: როდრი
უზბეკეთი: აბდუკოდირ ხუსანოვი
პორტუგალია: მატეუშ ნუნიეში, ბერნარდო სილვა, რუბენ დიაში
ნიდერლანდები: ნათან აკე, ტიიანი რეინდერსი
ნორვეგია: ერლინგ ჰოლანდი
ინგლისი: ჯეიმს ტრაფორდი, ჯონ სტოუნსი, მარკ გეჰი, ნიკო ო’რაილი

და კიდევ ერთ საინტერესო ფაქტი:
289 ფეხბურთელი თამაშობს ეროვნულ ნაკრებებში, საიდანაც ისინი წარმოშობით არ არიან.
მაგალითად, კურასაოს ნაკრების 25 მოთამაშე ნიდერლანდებში დაიბადა. მსგავსი სიტუაციაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მაროკოში, ბოსნიაში, ალჟირში, ჰაიტისა და ტუნისში.

მსგავსი ამბები