ემერი ისევ ფინალშია: ინგლისელები მოკრძალებულების წინააღმდეგ – ევროთასები

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, დანარჩენი ორი ევროტურნირის ფინალისტებიც გაირკვნენ. ერთი „კრისტალ პალასი“ იყო ხელსაყრელ ვითარებაში, თიორემ სამ სხვა წყვილში ყველაფერი გასარკვევი რჩებოდა. ინგლისურ დაპირისპირებაში ევროპა ლიგის სპეციალისტის უნაი ემერის „ასტონ ვილამ“ შანსი არ დაუტოვა „ნოტინგემს“ და ფინალშიც ალბათ ფავორიტი იქნება.

უნაი ემერი 6-ჯერ გავიდა ფინალში 4 სხვადასხვა გუნდთან ერთად 13 სეზონში და 4 მოიგო 5-დან.

ზოგადად ინგლისს სამივე ევროტურნირის ფინალში ჰყავს წარმომადგენელი.

ევროპა ლიგა. განმეორებითი 1/2 ფინალი

ასტონ ვილა – ნოტინგემი 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 უოტკინსი (36), 2:0 ბუენდია (58-პენ), 3:0 მაკგინი (77), 4:0 მაკგინი (80)

ფრაიბურგი – ბრაგა 3:1 (1:2)
გოლები: 1:0 კიუბლერი (19), 2:0 მანზამბი (41), 3:0 კიუბლერი (72), 3:1 ვიქტორი (79)

ფინალი 20 მაისს, სტამბოლში „ბეშიქთაშის“ სტადიონზე გაიმართება.

კონფერენციის ლიგა. განმეორებითი 1/2 ფინალი

კრისტალ პალასი – შახტარი 2:1 (3:1)
გოლები: 1:0 პედრო ენრიკე (25-საკ. კარში), 1:1 ეგინალდო (34), 2:1 სარი (52)

სტრასბური – რაიო ვალეკანო 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ალემაო (42)

„კრისტალ პალასი“ და „რაიო“ პირველად ითამაშებენ ევროთასის ფინალში.

ფინალი 27 მაისს, ლაიპციგში გაიმართება.

მსგავსი ამბები