ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში მხოლოდ ოთხმა გუნდმა გაიტანა 100-ზე მეტი გოლი 2025/26 წლების სეზონში ყველა შეჯიბრში. ესენია: „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „არსენალი“ და „სიტი“. პრემიერლიგის გუნდებმა ახლახან, თასის თამაშებში გადააჭარბეს 100 გოლის ნიშნულს.
ლიდერია „ბაიერნია“ 128 გოლით. ათეულის გუნდებიდან მას ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა – 38. „ბაიერნი“ და „ინტერი“ ერთადერთი წარმომადგენლები არიან თავიანთი ლიგებიდან.
ლა ლიგასა და პრემიერლიგას რეიტინგში სამ-სამი გუნდი ჰყავს. „არსენალმა“ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.
ხვიჩას პსჟ-ს ანგარიშზე 40 მატჩში 89 გოლია.

