გიორგები მეციდან მიდიან?

ქართველების „მეცი“, როგორც ყველა ელოდა, ოფიციალურად გავარდა ლიგა 1-დან და მომდევნო სეზონში ისევ მეორე ლიგაში ითამაშებს. როგორ განვითარდება ჩვენიანების კარიერა?

რა გასაკვირია „მეცის” მიზანი ლიგა 1-ში დაბრუნება იქნება, მაგრამ ვისთან ერთად მოახერხებს მიზნის მიღწევას?

„ჩვენ ეს ხუთჯერ უკვე გავაკეთეთ და სწორედ იგივე იქნება ჩვენი მიზანი მომავალ სეზონში. ეს უნდა შევძლოთ”, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი ბერნარ სერენი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობა არათუ უნდა დასუსტდეს, უნდა გაძლიერდეს კიდეც, მაგრამ დაქვეითებული გუნდიდან რომ საუკეთესოებს (და ალბათ სხვებსაც) წასვლა ურჩევნიათ, ესეც ფაქტია.

გიორგი წიტაიშვილზე მთელი სეზონი ისმოდა, რომ ამა თ იმ გუნდებსაც სურდათ და იმედია რომელიმე წესიერ კლუბში ტრანსფერი გამოვა.
მის გარდა შესაძლოა აბუაშვილიც წავიდეს და ქვილითაიაც, რომელსაც ისედაც არ აქვს ხანგრძლივი კონტრაქტი. გუნდიდან წასვლაზე სხვებიც ფიქრობენ: კოფი კუაო, ბუნა სარი, ფოდე ბალო-ტურე, ჟან-ფილიპ გბამინი, ბუბაქარ ტრაორე…

მოკლედ, სამი გიორგის გზა დიდი ალბათობით გაიყოფა.

მსგავსი ამბები