გიორგი კვერნაძე სერია A-ში გადავიდა

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-ს ბოლო, 38-ე ტურში „მანტოვას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და სერია A-ში გადავიდა.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

შეფასებები: Sofascore – 7.2, Flashscore – 6.4.

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფროზინონე – მანტოვა 5:0
გოლები: 1:0 კალო (5, პენ), 2:0 კასტელინი (12, საკ. კარში), 3:0 გეჯემისი (57), 4:0 რაიმონდო (71), 5:0 კუცუპიასი (76)

„ფროზინონემ“ 81 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზე გავიდა და სერია A-ში დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი გვეყოლება.

მსგავსი ამბები