NBA-ის მორიგ ტურში გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” “ფინიქს სანსთან” დამარცხდა – 110:113.
თამაში დაძაბული გამოვიდა და ფრედ დასრულდა, ამიტომ ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც უფრო იღბლიანი „ფინიქსი“ აღმოჩნდა, ბოლო წამებზე ჩააგდეს გადამწყვეტი ბურთი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდა და სათამაშო დრო მიეცა ბითაძეს, რომელსაც 4 მატჩი არ უთამაშია.
გოგა 9 წუთი ათამაშეს, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“ორლანდო” 29 მოგებით და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ ითამაშებს.
