გუგეშაშვილს ორი პენალტი ვერ გაუტანეს, სლოვაკეთში ქართველები შეხვდნენ, წაგება-მოგება გერმანიაში – ლეგიონერები

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში შინ დიუსელდორფის „ფორტუნას“ შეხვდა და წააგო – 0:1.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: whoscored – 6.4, sofascore – 6.4, Flashscore – 6.1.

ნიურნბერგი – ფორტუნა 0:1
გოლი: აპელკამპი (53)

„ნიურნბერგმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, 30 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად „ჰოლშტაინს“ შეხვდება.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ იყოჩაღა და ბუნდესლიგის 25-ე ტურში სტუმრად „ვოლფსბურგს“ მოუგო – 2:1.
სამწუხაროდ, ქართველი მოედანზე მხოლოდ ბოლოსკენ შევიდა, 86-ე წუთზე.

სამივე გოლი პენალტით გავიდა, საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ერთმანეთს დასცხეს.

ვოლფსბურგი – ჰამბურგი 1:2
გოლები: 1:0 ერიკსენი (22, პენ), 1:1 ვუშკოვიჩი (32, პენ), 1:2 დომპე (58, პენ)

„ჰამბურგი“ 29 ქულით მე-10 ადგილზეა და 14 მარტს „კიოლნს“ უმასპინძლებს.

სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში ლუკა ხორხელის მიერ გატანილი ბურთით ტრნავის „სპარტაკმა“ სტუმრად „ჟილინა“ 1:0 დაამარცხა და საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.8.
ხორხელის გარდა, „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი მოისწრაფიშვილმა ითამაშა, ხოლო მასპინძელთა შორის – სანდრო ნარიმანიძემ. ხორხელმა თავი მე-4 წუთზე გამოიჩინა და „სპარტაკის“ შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება – 7.8 ქულა მიიღო.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ შინ გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანთან“ 1:3 დამარცხდა. ორივე ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა. ძოწენიძემ 7.3 ქულა მიიღო, ხოლო კაშიამ – 7.5.

თურქეთში, გურამ გიორბელიძის „ერზურუმსპორმა“ 8:1 გაანადგურა „მანისა“. გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა და სეზონში პირველი საგოლე პასი გააკეთა. შეფასება – 7.9.

ლატვიაში, ლაშა ოდიშარიას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა, მისმა რფს-მ პირველ ტურში 2:0 დაამარცხა „ოგრე“. ოდიშარიამ ორი მაგარი საგოლე პასი გააკეთა. შესანიშნავი იყო მისი დრიბლინგები და ერთ ეპიზოდში გატნაც შეეძლო. შეფასებება – 8.8.

საბერძნეთში, მეორე ლიგაში, ვასილიოს გორდეზიანმა ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. მისი „ელას სირუ“ 1:1 ეთამაშა სტუმრად „კალითეას“: მე-14 წუთზე მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარეც მოიტოვა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

საბერძნეთის სუპერლიგაში კი მეორე მშრალი მატჩი ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა, რომლის „ატრომიტოსი“ 0:0 დაუზავდა გასვლაზე „არისს“. სამი რთული ბურთი მოიგერია და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: Flashscore – 8.4; Sofascore – 8.6.
და კიდევ, საინტერესოა, რომ ზედიზედ მეორე მატჩში დაინიშნა პენალტი ლუკას კარში, ამეჯრად ერთბაშად ორი. ჩვენიანს გაუმართლა: პირველ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა (კუთხე ვერ გამოიცნო), ხოლო მეორე ხარიხას მოხვდა.

ლევან შენგელიამ 21 წუთი ითამაშა „ოფი კრეტაში“, რომელიც სტუმრად „ვოლოსს“ დაუზავდა 1:1.
ივა გელაშვილი შესვენების შემდეგ გამოჩნდა „პანსერაიკოსში“, რომელმაც ასევე გასვლაზე „ასტერასს“ 1:0 მოუგო.

მსგავსი ამბები