„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიის ყველაზე ძვირადღირებული წიგნი შეიძინა.
25 წლის ფეხბურთელმა და მისმა მამამ, ალფ-ინგემ 1594 წელს გამოცემული სამეფო საგების იშვიათი გამოცემა 1.3 მილიონ კრონად (130 000 დოლარი) შეიძინეს. ორიგინალი, სავარაუდოდ, მე-13 საუკუნის რომანისტის, სნორი სტურლუსონს ეკუთვნის.
ჰოლანდ უმცროსმა წიგნი მშობლიურ მუნიციპალიტეტს გადასცა იმ პირობით, რომ ის ადგილობრივ ბიბლიოთეკაში (ფოტოზე) ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. წიგნი უსაფრთხო გარემოში იქნება გამოფენილი.



ჰოლანდების ოჯახმა წიგნი დეკემბერში შეიძინა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
