ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება.
15 ივნისს ქართველ-ესპანელი მებრძოლი მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ჯასტინ გეიჯის შეხვდება.
თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა და აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება.
სულ 6 ბრძოლა შედგება, თოფურია-გეიჯის დაპირისპირება ბოლო იქნება.
29 წლის ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია: ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის . 37 წლის ჯასტინ გეიჯი ამჟამად დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.
