კარგი ამბავი: გიორგი მამადრაშვილი ვარჯიშს უბრუნდება, რაც დაგეგმილზე და ნავარუდევზე ადრეა.
დღეს „ლივერპულს“ 36-ე ტურში, „ჩელსისთან“ პრინციპული მატჩი აქვს.
მატჩის წინ პრესკონფერენციაზე არნე სლოტმა განაცხადა, რომ მამარდაშვილი დაბრუნებასთან ახლოსაა.
კლუბის ოფიციალურმა საიტმაც გაავრცელა დაშავებულებთან დაკავშირებით ახალი ამბები.
„გიორგი დღეს (პარასკევს) ჩვენთან ერთად პირველად ივარჯიშებს. ვნახოთ, როგორ იქნება“, – მოჰყავს საიტს კლოპის სიტყვები.
ალისონი კი გუნდთან ერთად ჯერ ვერ ვარჯიშობს.
thisisanfield არ გამორიცხავს, რომ ალეკსანდერ ისაკმა და მამარდაშვილმა მატჩში მონაწილეობა მიიღონ კიდეც.

