ხვიჩა რეალში? ეს მასზეა დამოკიდებული

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, News-Erem-თან მადრიდის “რეალში” ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

“ჩვენ ზოგადად ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ის კონცენტრირებულია “პარი სენ-ჟერმენზე” და სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე დღის წესრიგში იდგეს პრემიერლიგაში გადასვლა.

რაც შეეხება ჭორებს “რეალში” მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, ეს მის თამაშზეა დამოკიდებული. თუ ასე გააგრძელებს, მისით სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან. ამ დროისთვის, ის პარიზში ბედნიერად გრძნობს თავს”, – აღნიშნა სანიოლმა.

lelo.ge

მსგავსი ამბები