ხვიჩას გარეშე: საფრანგეთში ჯილდოები ჩამოარიგეს – საუკეთესო ისევ დემბელეა

პარიზში საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული საბჭოს (UNFP) ვერსიით 2025-26 წლების სეზონის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. სამწუხაროდ, წლევანდელ ნომინანტებში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს და ჩემპიონატში შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, რის გამოც არც ნომინანტებში იყო და არც სიმბოლურშია.

საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ პსჟ-ს შემტევი უსმან დემბელე გახდა, რომელმაც თანაგუნდელებს ვიტინიას და ნუნუ მენდეშს, ასევე მეისონ გრინვუდსა (მარსელი) და ფლორიან ტოვენს (ლანსი) აჯობა.

სეზონის სიმბოლური ნაკრები:

რობინ რისერი (ლანსი) – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ვილიან პაჩო (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ) – მამადუ სანგარე (ლანსი), კორენტენ ტოლისო (ლიონი), ვიტინია (პსჟ) – ფლორიან ტოვენი (ლანსი), უსმან დემბელე (პსჟ), მეისონ გრინვუდი (მარსელი).

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: დეზირე დუე (პსჟ), საუკეთესო მეკარე – რობინ რისერი (ლანსი), საუკეთესო მწვრთნელი – პიერ საჟი (ლანსი).

საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგი მოთამაშე გახდა „ბაიერნის“ გარემარბი მაიკლ ოლისე, რომელმაც „რეალის“ კილიან მბაპე დაამარცხა.

მსგავსი ამბები