ხვიჩას გოლამდე ცოტა დააკლდა, ერთი არ ჩაუთვალეს: პსჟ-მ ნიცა გაანადგურა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში სტუმრად „ნიცა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე გაიყვანეს.
აღსანიშნავია,მ რომ კვარა ცენტრფორვარდად თამაშობდა და მაშინ გადავიდა ფლანგზე, როცა მოედანზე დემბელე შევიდა.

პირველ ტაიმში ხვიჩას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

იყო კიდევ ერთი შანსი, როცა მეკარეს ვერ აჯობა და კიდევ ერთ ეპიზოდშიც ბურთმა მილიმეტრებში ჩაუქროლა ძელს.

მეორე ტაიმში ხვიჩას პრე-ასისტი გამოუვიდა დუეს გოლში, მერე კი თავადაც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს.

შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 6.6; Whoscored – 7.0.

ნიცა – პსჟ 0:4
გოლები: 0:1 მენდეში (42, პენ), 0:2 დუე (49), 0:3 ფერნანდესი (81), 0:4 ზაირ-ემერი (85)
გაძევება: ნდაიშიმე (62, ნიცა)

27 ტურის შემდეგ პსჟ-ს 60 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლანსს“ ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, შინ „ტულუზასთან“ ჩაატარებს.

მსგავსი ამბები