ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ 24-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად არც თუ მარტივ შეხვედრაში „ჰავრი“ დაამარცხა – 1:0.
ქართველი შემტევი ძირითადში იყო, მიუხედავად იმისა, რომ როტაციასაც ელოდნენ.
ხვიჩა მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და თავიდანვე შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. ტრადიციულად აქტიურობდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგიც ჰქონდა, კარშიც დაარტყა და ძელსაც მოარტყა.
სულ ოთხი მომენტი ჰქონდა.
71-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები კონტრასტულია: Flashscore – 7.8; Sofascore – 6.7; Whoscored – 7.8.
ჰავრი – პსჟ 0:1
გოლი: ბარკოლა (37)
გამოუყენებელი პენალტი: დუე (79, პსჟ)
პსჟ 57 ქულით ლიდერია, „ლანს“ 4 ქულით უსწრებს და 6 მარტს „მონაკოს“ უმასპინძლებს.
