ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი არ არის გამორიცხული წელსაც საუკეთესო გახდეს.
ავსტრიული „კიკერი“ საუკეთესო მოთამაშეს გერმანული სისტემით, ანუ გოლი+პასით ავლენს.
მიმდინარე სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე კი სწორედ ქართველი ფეხბურთელია.
გრაცის „შტურმის” ლიდერის კონკურენტები არიან ვენის „აუსტრიას” თავდამსხმელი იოჰანეს ეგეშტაინი და „ვოლფსბერგის” შემტევი დეიან ზუკიჩი.
ამ სამ ფეხბურთელს შორის სხვაობა დიდი არ არის და დარჩენილ მოკლე მონაკვეთში ამ მხრივაც დიდი ბრძოლა იქნება.
ოთარ კიტეიშვილი : 17 ქულა (12 გოლი+5 პასი)
იოჰანეს ეგეშტაინი: 16 (9+7)
დეიან ზუკიჩი: 16 (6+10)
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ ორჯერ დაასახელელს – 2023/24 და 2024/25 წლების სეზონებში.
