კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია

ავსტრიაში ჩემპიონატის ძირითადი ეტაპი დასრულდა. 22 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერი ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის “შტურმია”. ჩემპიონი გუნდი საჩემპიონო ექვსეულში გააგრძელებს ტიტულის შენარჩუნებას.

ავსტრიულმა “კიკერმა” ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის (22 ტური) სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესოთა შორის მოხვდა ოთარ კიტეიშვილიც. სიმბოლური გუნდი დაკომპლექტდა ფეხბურთელთა მიერ მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებლით.

29 წლის კიტეიშვილმა ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის თანალიდერია ბომბარდირთა დავაში.

მსგავსი ამბები