კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა, შტურმმა მოიგო და პირველზე დაბრუნდა

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმის“ ჩემპიონატის 22-ე ტურში „ალტახს“ შეხვდა და აჯობა – 2:0.

კიტეიშვილი ძირითადში იყო და გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. ოთარი 78-ე წუთზე გავიდა.
ის სწორედ მამაგეიშვილმა შეცვალა. გიზი გააფრთხილეს.

შტურმი – ალტახი 2:0
გოლები: 1:0 ჰიოდლი (58), 2:0 ბეგანოვიჩი (84)
გაძევება: ცეხი (77, ალტახი)

„შტურმი“ 38 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა და მდევრებს 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი ამბები