ოთარ კიტეიშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ავსტრიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „ვოლფსბერგერთან“ დუბლი შეასრულა – 2:2.
ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ 67-ე წუთზე შევიდა, როდესაც „შტურმი“ 0:2 აგებდა.
კიტეიშვილმა 68-ე წუთზე პენალტით სხვაობა შეამცირა, ხუთ წუთში მეორე პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.1.
კიტეიშვილი 10 გოლით (პლუს 3 საგოლე პასი) ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
ყველა ტურნირზე 30 მატჩში 14 გოლი და 3 საგოლე ასისტი აქვს.
მამაგეიშვილი წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

ვოლფსბერგერი – შტურმი 2:2
გოლები: 1:0 მატიჩი (19), 2:0 კოიზეკი (51), 2:1 კიტეიშვილი (68, პენ), 2:2 კიტეიშვილი (73)
გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (73, შტურმი)
გაძევება: დიაბატე (61, ვოლფსბერგერი)
„შტურმი“ 35 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და 8 მარტს „ალტახს“ უმასპინძლებს.
