ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურში „ზალცბურგს“ შეხვდა და კიდევ ერთხელ ითამაშა ფრედ – 1:1 (ზედიზედ მე-4 ფრე).
კიტეიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და 73-ე წუთზე მამაგეიშვილის ნაცვლად შევიდა. ოთარის შესვლა გამართლებული გამოდგა: 90+3-ე წუთზე, კიტეიშვილის პასის შემდეგ კაიომბომ ანგარიში გაათანაბრა – ოთარმა საჯარიმოს კუთხესთან მცველების გარემოცვაში უზუსტესი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა თანაგუნდელი.
კიტეიშვილი 14 გოლითა და 4 ასისტით ბომბარდირთა სიის სათავეშია. ყველა ტურნირზე კი 39 მატჩში 18 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.
მამაგეიშვილმა მატჩის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები
კიტეიშვილი: Sofascore – 7.0, Flashscore – 7.0.
მამაგეიშვილი: Sofascore – 6.0, Flashscore – 5.8.


ზალცბურგი – შტურმი 1:1
გოლები: 1:0 ვერტესენი (22), 1:1 კაიომბო (90+3)
„შტურმმა“ 31 ქულით ლიდერია და 10 მაისს „ჰარტბერგს“ ესტუმრება. მეორე ადგილზე 30 ქულით „ლასკია“, ოღონდ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, მესამეზე კი 29 ქულით „ზალცბურგი“.
