კრიშტიანომ 966-ე და 967-ე გოლები გაიტანა: 183-ე პენალტი

კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 966-ე და 967-ე გოლები გაიტანა.

„ალ ნასრის“ 41 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის ლიგის 27-ე ტურში „ალ ნაჯმასთან“ მატჩის 56-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

პორტუგალიელს ამჟამად კარიერაში 967 გოლი აქვს გატანილი. მან 825 საკლუბო დონეზე, ხოლო 142 ეროვნულ ნაკრებში გაიტანა.

რონალდოს საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი.
მან ტრავმის გამო მთელი მარტი გამოტოვა.

რონალდომ კარიერაში პენალტი 219-ედ შეასრულა და 183-ედ გაიტანა.
შედარებისთვის, ლიონელ მესის 144 შესრულებული პენალტი აქვს და 112 გატანილი.

მსგავსი ამბები