ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში „ჩელსი“ დაამარცხა – 5:2 და ეს ქართველის დამსახურებაა.
კვარა შეცვლაზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა თადარიგში დატოვა და მოედანზე 62-ე წუთზე შეუშვა. 74-ე წუთზე მისი პასით ვიტინიამ პარიზელები კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ პორტუგალიელს პასი გაუკეთა.
86-ე წუთზე შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა, მერე წამატებულ დროში მეორეც მიაყოლა და მატჩის გმირი გახდა.
შეფასებები: Flashscore – 8.4; Sofascore – 9.3; Whoscored – 8.7.
კვარას ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.

პსჟ – ჩელსი 5:2
გოლები: 1:0 ბარკოლა (10), 1:1 გიუსტო (28), 2:1 დემბელე (40), 2:2 ფერნანდესი (57), 3:2 ვიტინია (74), 4:2 კვარაცხელია (86), 5:2 კვარაცხელია (90+4)
განმეორებითი მატჩი ლონდონში 17 მარტს გაიმართება.
