Planet Football-მა მსოფლიოს საუკეთესო ვინგერების ათეული შეადგინა და აქ თავისი დამსახურებული კუთვნილი ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუჩინა. საუკეთესო ფლანგელებს შორის ჩვენიანი მეხუთეზეა.
10. ბუკაიო საკა
9. დეზირე დუე
8. ანტუან სემენიო
7. ლუის დიასი
6. ვინისიუსი
5. ხვიჩა კვარაცხელია
4. რაფინია
3. უსმან დემბელე
2. მაიკლ ოლისე
1. ლამინ იამალი
გამოცემა წერს, რომ ამ სეზონში ლიგა 1-ში კვარაცხელია შედეგიანობით (4 გოლი და 3 ასისტი) დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, რადგან შეუძლია მოედანზე გავიდეს და „ჩელსის“ წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთოს.
„როდესაც ქართველი ფეხბურთელი ბურთითაა, გვახსენდება რონალდინიო, გიორგი ქინქლაძე და რიკარდო კვარეჟმა“, წერს გამოცემა.
