ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-ისა და „ჩელსის“ (5:2) მატჩის მთავარი გმირი გახდა – შეცვლაზე შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველის თამაშმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.
„ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „პარკ დე პრენსიზე“ ღირსეული მატჩი ჩაატარა და ტიტულის დაცვას განაგრძობს. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შეცვლაზე მეორედ შესულმა კვარაცხელიამ თამაშის სცენარი მოკლე დროში შეცვალა.
ქართველმა ვარსკვლავმა განსაკუთრებული თამაში ჩაატარა, მისი მასტერკლასი სასიამოვნო სანახავი იყო. მოედანზე კვარაცხელიას მოქმედება გადამწყვეტი აღმოჩნდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.
„ხვიჩა კვარაცხელია „ჩელსისთან“ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ კი ტაბლოზე 5:2 ენთო პსჟ-ის სასარგებლოდ. ქართველმა ორი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო“, – წერია უეფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
„ჩელსის“ მენეჯერი ლიამ როზინორი – „კვარაცხელიას პირველი გოლის დროს ბურთს ვერცერთი მეკარე ვერ მოიგერიებდა, მაგრამ პსჟ-ის ვარსკვლავი ამით არ შემოიფარგლა და დუბლი შეასრულა, მანამდე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა“.
ქართველის თამაში უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებელმა ანჟ პოსტეკოღლუმაც შეაფასა.
„პსჟ-ის თამაში გუნდურ თანმიმდევრულობაზე, მოქნილობასა და კონტრშეტევებზე იყო აგებული. თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სტილით, სათამაშო უნარებითა და, რა თქმა უნდა, ზუსტი დარტყმებით თამაშის საბოლოო შედეგი განსაზღვრა.
როდესაც კვარაცხელია მოედანზე შევიდა, მოთამაშეები დაღლილები იყვნენ და მისი გავლენა წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მისი თამაში მის რწმენაზე მეტყველებს, ის პასუხისმგებლობას იღებს და აჩვენებს, რომ გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია ინდივიდუალური თვისებებით, რომელსაც ტექნიკა ამყარებს“, – აცხადებს ანჟ პოსტეკოღლუ.
1tv.ge
