ავსტრიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „შტურმმა“ შინ ლინცის „ბლაუ ვაისი“ დაამარცხა – 1:0.
ამ გამარჯვებაში დიდია ქართველი ფეხბურთელის წვლილი, ოღონდ არა კიტეიშვილის, არამედ მამაგეიშვილის.
ოთარი გუნდს ტრავმის გამო აკლდა, სამაგიეროდ გიზიმ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და უკვე მე-4 წუთზე აჟიოტაჟი გამოიწვია: მისი დარტყმული ძელს მოხვდა.
34-ე წუთზე მამაგეიშვილი საჯარიმოში მამადუ ფოფანამ წააქცია და ბეგანოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
67-ე წუთზე მამაგეიშვილი მაღალ ბურთზე ბრძოლაში მეტოქეს თავით შეეჯახა და შეცვალეს.
შეფასებები: Sofascore – 6.8, Flashscore – 6.8.
შტურმი – ბლაუ ვაისი 1:0
გოლი: ბეგანოვიჩი (34, პენ)
გაძევება: მიტჩელი (90, შტურმი)
„შტურმი“ 34 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 მარტს სტუმრად „ვოლფსბერგერს“ შეხვდება. ამ შეხვედრაში კიტეიშვილი სავარაუდოდ უკვე ითამაშებს.
