მამაგეიშვილმა საგოლე პასი გააკეთა, კიტემაც სრულად ითამაშა: შტურმმა ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა

ქართველების „შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ითამაშა ფრედ – 1:1.

ოთარ კიტეიშვილიც და გიზი მამაგეიშვილიც ძირითადში იყვნენ, ნახევარდაცვის ცენტრში და ბოლომდე ითამაშეს.

„შტურმმა“ ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა, საგოლე პასი კი მამაგეიშვილის ანგარიშზეა.

შეფასებები:

კიტეიშვილი: Sofascore 7.2, Flashscore – 7.3.
მამაგეიშვილი: Sofascore – 6.8, Flashscore – 7.0.

შტურმი – აუსტრია 1:1
გოლები: 01 პლავოტიჩი (54), 1:1 კოლერი (85)

„შტურმმა“ ბოლო 10 მატჩიდან 6 ფრედ დაასრულა (4 მოიგო), 30 ქულა აქვს, „ლასკთან“ ერთად თანალიდერია (დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს) და 3 მაისს „ზალცბურგს“ შეხვდება სტუმრად.

მსგავსი ამბები