მამარდა სამ კვირაში დაბრუნდება

გიორგი მამარდაშვილმა „ევერტონთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, მეტოქის თავდამსხმელი შეეჯახა. ქართველი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მუხლს ქვემოთ ღია ჭრილობა გაუკერეს.
გიორგის დაბრუნება ჭრილობის შეხორცებაზეა დამოკიდებული, თუმცა სავარაუდოდ თამაშს სამ კვირაში შეძლებს.

ცოტა უფრო დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომელსაც გიორგის თამაში უკვე მომდევნო შეხვედრაში ეგონა შესაძლებელი.

„მამარდაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგონა, რომ ეს ღია ჭრილობა იყო, თუმცა მითხრეს, რომ ტრავმას ხანგრძლივი მკურნალობა არ დასჭირდება. ვნახოთ, გიორგი მომავალ კვირას სათამაშოდ მზად იქნება თუ არა“.

„ლივერპული“ 25 აპრილს „კრისტალ პალასს“ ეთამაშება.

მსგავსი ამბები