გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სტამბოლში „გალათასარაისთან“ (0:1) მშვენივრად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. თან არა ერთი, არამედ პრაქტიკულად ყველა გამოცემის, მათ შორის ლივერპულელების, მოსაზრებით.
სამაგიეროდ სუსტად გამოიყურებოდა დაცვა და მათ შორის კაპიტანი ვირხილ ვან დეიკი, რომელმაც ქართველი მეკარე შეაქო.
„ალისონის ამბავი მოულოდნელი იყო. მამარდაშვიომა კი კარგად ითამაშა. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოახერხა გადაწყობა და საიმედოდ ითამაშა. ყველას მოვალეობაა მზად იყოს, როდესაც გუნდს დასჭირდება“, – აღნიშნა ვან დეიკმა liverpool.com-თან.
„ლივერპული“ 15 მარტს პრემიერლიგაში „ტოტენჰემს“ ეთამაშება. თავდაპირველად არნე სლოტმა კი თქვა, ალისონი მწყობრში იქნებაო, მაგრამ ჯერ გადაჭრით თმა რთულია, ვინ დადგება კვირას კარში, იქნებ ისევ მამარდას მიეცეს შანსი.
