გიორგი მამარდაშვილის სამომავლო პერსპექტივა „ლივერპულში“, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ალისონი იტალიაში დაბრუნდება და „იუვენტუსის“ კარში ჩადგება. თუმცა ეს საქმეც მისაყვანია ბოლომდე და ისიც, რომ თუნდაც ამის შემდეგ ქართველი გახდეს „ენფილდზე“ პირველი ნომერი.
ამის შანსი დიდია, მაგრამ დანამდვილებით ჯერ თქმა ადრეა.
„ენფილდის“ საიტია, რომელმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხზეც დაწერა.
„ლივერპულს“ ასეთი გადაწყვეტილების (ალისონის გაშვების) განხილვის მიზეზი გიორგი მამარდაშვილია. ლინჩმა პირდაპირ მიუთითა ამ ტრანსფერზე, იმის დასტურად, რომ „ლივერპული“ უკვე მომზადებულია მომავლისთვის.
არსებობს პოტენციალი, რომ მამარდაშვილი პირველ არჩევნად მივიჩნიოთ.
ეს გადაწყვეტილებას მარტივს არ ხდის. ალისონი წლების განმავლობაში „ლივერპულის“ ერთ-ერთი ელიტური მოთამაშე იყო და ამ დონის ავტორიტეტის შეცვლა არასდროს არის მარტივი.
თუ ალისონი დარჩება, „ლივერპული“ შეინარჩუნებს მეკარეს უზარმაზარი გამოცდილებით. თუ ის წავა, კლუბს შეუძლია მამარდაშვილი წარადგინოს მემკვიდრედ, რაიმე ნაჩქარევი რეაქციის ნაცვლად.
ეს არის ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც სერიოზული კლუბები ცდილობენ პანიკის დადგომამდე – წერია სტატიაში.
