ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ ბუქარესტის „მეტალოგლობუსის“ დაამარცხა – 2:1.
ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი გააკეთა, მის კუთხურს მოჰყვა გამათანაბრებელი გოლი.
ანზორმა სრულად ითამაშა, 8.3 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მექვაბიშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 5 ასისტია.
