„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „ფილადელფია სიქსერსთან“ 6:4 მოგებულ მატჩში ორი საგოლე პასი შეასრულა და 73-ე წუთზე შეცვალეს: 38 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრავმა მიიღო. 70-ე წუთზე მესიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რის შემდეგ დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა ითხოვა.
მოედნის დატოვებისას მოძრაობა უჭირდა და მარცხენა ბარძაყის უკანა მხარეს მოეჭიდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება. არგენტინა ტურნირის პირველ მატჩს 17 ივნისს ალჟირის წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ინტერ მაიამის“ მწვრთნელმა გილერმო ოიოსმა თქვა:
„დასკვნა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მალე გვექნება.
ის ძალიან დაიღალა. ეს დაღლილობაა. ეჭვის შემთხვევაში, უმჯობესია რისკზე არ წახვიდე “.
ამ სეზონში MLS-ის 14 მატჩში მესის ანგარიშზე 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
