ლიონელ მესი თეთრ სახლში „ინტერ მაიამისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
არგენტინელი ფეხბურთელი ტრამპთან ერთად შევიდა ღონისძიების დარბაზში. გუნდის დანარჩენი წევრები მათ შიგნით ელოდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მესიმ „ინტერთან“ ერთად MLS-ის თასი და აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო.
სიტყვის გამოსვლისას ტრამპმა დამსწრეებს ჰკითხა: „ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი – პელე თუ მესი?“ ყველამ უპასუხა: „მესი!“
„ვეთანხმები. ვფიქრობ, ის უდიდესია“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილი მესის დიდი გულშემატკივარია.
„ჩემმა შვილმა დღეს მკითხა: „მამა, იცი ვინ მოდის თეთრ სახლში?“ მე ვუთხარი: „არა. ძალიან დაკავებული ვარ.“ მან მიპასუხა: „მესი!“ ის თქვენი დიდი გულშემატკივარია, ფიქრობს, რომ შესანიშნავი ადამიანი ხართ. მადლობა, რომ მოხვედით.
ჩემი შვილი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მესის და რონალდოს დიდი გულშემატკივარი. ორი დიდი ჩემპიონი, დიდი სპორტსმენი. ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე. თეთრ სახლში თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, – განაცხადა ტრამპმა.




