მესიმ 901-ე გოლი, 71-ე ჯარიმა გაიტანა და პელეს გაუსწრო

ლიონელ მესიმ კარიერაში 901-ე გოლი გაიტანა.

„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა გოლი ამჯერად MLS-ის მატჩში „ნიუ იორკ სიტის“ წინააღმდეგ 61-ე წუთზე შეაგდო.

ეს გოლი 38 წლის ფეხბურთელისთვის 901-ეა 1143 მატჩში. მესის ასევე აქვს 407 საგოლე პასი.

მესიმ „ბარსელონას“ რიგებში 672 გოლი გაიტანა, 115 არგენტინის ნაკრებში, 80 „ინტერ მაიამიში“ და 32 პსჟ-ში.

კრიშტიანო რონალდოს კარიერაში 965 გოლი აქვს გატანილი 1312 მატჩში.

გარდა ამისა, მესიმ 71-ე გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რითაც პელეს გაუსწრო. ის რეკორდსმენ ჟუნინიო პერნამბუკანოს რეკორდს 6 გოლით ჩამორჩება.

მსგავსი ამბები