მიდი ხვიჩა, ვითომ ბუდუ ხარ: ბაიერნი-პსჟ-ს წინათქმა – წესით პარიზი უნდა გავიდეს

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი მატჩია: განმეორებითი ნახევარფინალი „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის და ამ შეხვედრას ისედაც ხომ უყურებდა კაცი, მაგრამ ჯერ ერთი, რომ პირველი თამაში პარიზში საოცარი იყო თავისი 5:4-ით და მთავარი – ამ მთავარი მატჩის მთავარი კაცი ხომ ჩვენია – ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და დიდწილად განსაზღრა პსჟ-ს წარმატება. ახლაც ველით ხვიჩასგან მორიგ ჯადოსნებებს, მით უმეტეს, რომ „ბაიერნი“ ბოლო კვირაში საკბილო გაგვიხდა: კვარას პარიზულ დუბლს რამდენიმე დღის წინ ბუდუ ზივზივაძემაც დუბლით უპასუხა, თანაც მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ და რა მაგარი იქნება გაგრძელებაც ვიხილოთ… მიდი კვარა!

დღეს, 23:00 საათზე, კვლავ დიდებულის მოლოდინი გვაქვს.

რთული დასაჯერებელია, რომ გოლები არ იქნება, თუმცა ალბათ არც 9 და 10. არ დაგვავიწყდეს, პსჟ ბოლო დროს სტუმრად ისე იგებს, გოლსაც არ უშვებს.

პსჟ კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა და ალბათ დღეს საღამოსაც ამ იარაღს გამოიყენებს. გუნდი სივრცეებს შესანიშნავად იყენებს და გაქცეული დუე-დემბელე- კვარაცხელიას შეჩერებაც რთულია. თუმცა არ დაგვავიწყდეს, „ბაიერნის“ სამეული, თავად სამ მუშეკეტერს რომ უწოდებენ, დაუჯერებელ სტატისტიკას აჩვენებენ და დიასი-კეინი-ოლისეს ანგარიშზე 100-მდე გოლია.

ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი “ბარსელონამ” გაიტანა – 45. ამ რეკორდს ისევ ესენი თუ მოხსნიან: პსჟ-მ უკვე 43 გოლი გაიტანა, „ბაიერნმა“ – 42.

„ბაიერნის” სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ ეს გუნდი უბრალოდ ბრწყინვალეა საშინაო ასპარეზზე. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 29 მატჩში “ალიანც არენაზე” მხოლოდ ერთხელ წააგო (23 მოგება, 5 ფრე).

თავის მხრივ, ბოლო 16 სალიგო მატჩში პსჟ-მ 13 მოიგო (1 ფრე, 2 მარცხი). ფრანგულმა კლუბმა უკანასკნელი ორი გასვლითი თამაში მოიგო გერმანული კლუბების წინააღმდეგ.

საინტერესო დაკვირვება: თუ „ბაიერნი” პირველ ნახევარფინალს აგებს, როგორც წესი, ვარდება კიდეც, ხოლო თუ პსჟ პლეო-ოფში პირველ მატჩს იგებს, შემდეგ გასვლასაც ახერხებს.

პსჟ-ს მთავარი პრობლემა ჰაკიმის ტრავმაა, მას ზაირ-ემერი შეცვლის, ფაბიან რუისი კი ბრუნდება. „ბაიერნს” არ ეყოლება ტრავმირებული სერჟ გნაბრი.
მთავარი მსაჯი პორტუგალიელი პინეირო იქნება.

სავარუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი – სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი – კიმიხი, პავლოვიჩი – ოლისე, მუსიალა, დიასი – კეინი.

პსჟ: საფონოვი – ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.

მსგავსი ამბები