გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის 26-ე ტურში ჰეთ-თრიქოსანი ლამინ იამალის „ბარსელონას“ ესტუმრა და ვერაფერი გააწყო – 1:4.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თუმცა თავი დიდად ვერ გამოიჩინა. მეტის საშუალება უბრალოდ არ მისცეს. ერთ ეპიზოდში კი, მოედნის ცენტრში ლამაზი ილეთი შეასრულა და ყვითელი ბარათის ფასად შეაჩერეს.
ერთხელ მისი პასი ვერ გამოიყენეს, ერთხელ აქეთ არ მისცეს.
შეფასებები: Flashscore – 6.5; Sofascore – 7.2 (ყველაზე მაღალი გუნდში); Whoscored – 6.7 (ყველაზე მაღალი გუნდში).
ბარსელონა – ვილიარეალი 4:1
გოლები: 1:0 იამალი (28), 2:0 იამალი (38), 2:1 გუიე (49), 3:1 იამალი (69), 4:1 ლევანდოვსკი (90+1)
„ვილიარეალი“ 51 ქულით მე-3 ადგილზეა და 8 მარტს „ელჩეს“ უმასპინძლებს.
