მიქაუტაძემ კინაღამ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა: ვილიარეალმა მოიგო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგის 27-ე ტურში შინ „ელჩე” დაამარცხა – 2:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.

30-ე წუთზე გიორგის გამორჩეული გოლის გატანა შეეძლო: მარცხენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან მოუწია დარტყმა, მაგრამ ნახევარი „ელჩე“ ცდილობდა მის გაჩერებას და ბურთის ჩაკეტვას და საბოლოოდ გამოუვიდათ კიდეც, ბურთი ბადემდე ვეღარ მივიდა, მეკარემ მოიგერია. ისიც უნდა ითქვას, რომ დარტყმა ძლიერი არ ყოფილა.

შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 6.6, whoscored – 6.8.

ვილიარეალი – ელჩე 2:1
გოლები: 1:0 ბიუქენენი (31), 2:0 მოურინიო (41), 2:1 სილვა (83)

„ვილიარეალი“ 54 ქულით მე-4 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები