გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგის 25-ე ტურში ვალენსიურ დერბიში „ვალენსიას“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში მოგება მოახერხა – 2:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ბოლო წამებზე (წამატებულ დროში) გატანის რეალური შანსი ჰქონდა და ახლო მანძილიდან ააცილა კარს, ფლანგიდან ჩაწოდებულს ჩაუწვა, მაგრამ ბურთი ცოტათი წინ იყო და ხეირიანად ვერ მისწვდა.
პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოს კუთხიდან შორეული ცხრიანისკენ გაუშვა ბურთი და სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა.
მიიღო ყვითელი ბარათი.
შეფასებები: Flashscore – 6.1; Sofascore – 6.2; Whoscored – 6.1.
ვილიარეალი – ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 რამაზანი (27, პენ), 1:1 კომესანია (31), 2:1 გუიე (45+6, პენ)
„ვილიარეალი“ 51 ქულით მე-3 ადგილზეა და 28 თებერვალს, სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება.
