მჯერა სეზონის ბოლომდე საჭირო გოლებს გაიტანს: ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი აქებს

უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდ სტილმა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ილაპარაკა. გუნდის ახალი თავკაცის აზრით, “ჩაკვე” მალე კიდევ უფრო მოუმატებს.

ჩაკვეტაძის ფინტი

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო კომპონენტების ერთობლიობა არის ძალიან პოზიტიური. კარგი იქნება, თუ სეზონის ბოლომდე თამაშს გოლებსაც შეჰმატებს, თუმცა ამის გამო მასზე არანაირი დამატებითი წნეხი არ არის. ჩვენ გოლების გატანის დიდი რესურსი გვაქვს. ეს ეხება როგორც ფორვარდებს, ისე ცენტრალურ მცველებს.

მჯერა, ჩაკვეტაძე სეზონის ბოლომდე საჭირო გოლებს გაიტანს. ახლა მთავარი ის არის, რომ გიორგი ხვდება საჭირო პოზიციებზე, საიდანაც მომენტებს ქმნის როგორც თავისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის”, – განაცხადა სტილმა.

შეგახსენებთ, რომ “უოტფორდმა” შეწყვიტა 8-მატჩიანი (ყველა ტურნირის ჩათვლით) მოუგებელი სერია. ჩაკვეტაძე სასტარტოში არ ყოფილა. ის 23-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, როცა ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა. მეორე გოლი სწორედ მისი გენიალური პასით (პრე-ასისტი) დაიბადა.

lelo.ge

მსგავსი ამბები