მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი: მთავარი მოკლედ – როგორ ტარდება ტურნირი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ტურნირია, რომელშიც 48 გუნდი მონაწილეობს.

ახლა 12 ჯგუფია, 4-ით მეტი, ვიდრე ადრე. ფორმატი პირველად შეიცვალა 1998 წლის შემდეგ. წლევანდელი მუნდიალი გამოირჩევა თავისი მასშტაბით.

ჯგუფურ ეტაპზე მყოფი გუნდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უცვლელი რჩება: თითოეულ გუნდს სამი მატჩი აქვს.
პირველი ორი ადგილის მფლობელი პლეი-ოფში გადის. თუ ქულები თანაბარი ექნებათ, უპირატესობა მიენიჭება ურთიერთშეხვედრის შედეგს.
წინასწარ არის განსაზღვრული, რომ მაგალითად A ჯგუფის გამარჯვებული თავის ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.
დიახ, ახლა მესამე ადგილზე გასული გუნდებიც გადიან: ოღონდ 12-დან 8.
შეიქმნება მესამე ადგილზე გასული გუნდის ცალკე ცხრილი.
ისინი განისაზღვრება 4 ძირითადი კრიტერიუმით:

● ქულები;
● გოლების სხვაობა;
● გატანილი გოლები;
● ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობა;

თუ აქაც თანაბარი მაჩვენებელი იქნება, ჩაერთვება ფიფას რეიტინგი: გავა უფრო მაღალ ადგილზე მყოფი გუნდი.

დამატებითი ჯგუფებისა და დამატებითი პლეი-ოფის ეტაპის გამოისობით 2026 წლის მსოფლიო თასი წინა ტურნირებთან შედარებით 40 მატჩით გაიზრდება – სულ 104 თამაში.
დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი გრძელდება 1/16 ფინალიდან და არა 1/8 ფინალიდან.
პლეი-ოფში კვლავ ერთი თამაშია, საჭიროების შემთხვევაში თავისი დამატებითი დროითა და პენალტების სერიით.

თასისკენ მიმავალი ახალი გზა 8 მატჩიანია წინა შვიდის ნაცვლად. მატჩების მაქსიმალურ რაოდენობას ითამაშებენ ნახევარფინალში გასული გუნდები.

მსოფლიო ჩემპიონატი ახლა 10 დღით მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე, მაგალითად, ყატარში იყო: ზუსტად ერთი თვის ნაცვლად 39 დღე.

მატჩების რაოდენობა გაიზარდა, თითოეულ გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოსამზადებლად ხუთიდან ექვს დღემდე ექნება. მაგალითად, მექსიკა მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 11 ივნისს გახსნის და მეორე მატჩს სამხრეთ კორეასთან მხოლოდ 18-ში ჩაატარებს.

თუმცა, ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფის დაწყებას შორის შესვენება არ არის: ჯგუფები 27 ივნისს მთავრდება, ხოლო პირველი რაუნდის თამაშები 28-ში იწყება.
სწორედ აქედან იწყება დატვირთული გრაფიკი, 2-დან სამ დღემდე შესვენებით.

მსოფლიო ჩემპიონატის გრაფიკი ეტაპებისა და თარიღის მიხედვით

● ჯგუფური ეტაპი: 11-27 ივნისი;
● 1/16 ფინალი: 28 ივნისი – 3 ივლისი;
● 1/8 ფინალი: 4-7 ივლისი;
● 1/4 ფინალი: 9-11 ივლისი;
● 1/2ფინალი: 14-15 ივლისი;
● მესამე ადგილისთვის მატჩი: 18 ივლისი;
● ფინალი: 19 ივლისი.

39 დღეში 104 მატჩს ვნახავთ.

მსგავსი ამბები