მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება: საზონოვი განრისხებულ ფანებს შეხვდა

საბა საზონოვის “ტორინო” საშინელ ფორმაშია, ტურინელებმა ბოლო 10 მატჩიდან 7 წააგეს, 22 თებერვალს, სერია A-ს 26-ე ტურში კი “ჯენოასთან” 0:3 დამარცხდნენ.

“ტორინოს” განრისხებული ულტრასები კლუბის ბაზაზე მივიდნენ, Toronews-ის ცნობით, იქ მათ საბა საზონოვი დახვდა. გამოცემის ინფორმაციით, საბამ ქომაგებს უთხრა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო ბარონი გამარჯობასაც კი აღარ ეუბნება.

“ტორინოში” აღარავის ვჭირდები. ბარონი გამარჯობასაც კი აღარ მეუბნება. შემიძლია გუნდისთვის ყველაფერი გავიღო, მაგრამ ჩემი აქ ყოფნა არავის უნდა. წლების წინ საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავდა და სათადარიგოთა სკამიდან შანსი მეძლეოდა, დღეს კი ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს და წუთიც კი არ მეძლევა.

ტრავმა აღარ მაწუხებს და თამაში შემიძლია. გუნდის ახალ სპორტულ დირექტორთან შეხვედრისას, პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში აღარ შევდიოდი”, – განაცხადა საზონოვმა.

შეგახსენებთ, საბა “ტორინოს” 2023 წელს მოსკოვის “დინამოდან” დაახლოებით 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

sportall.ge

მსგავსი ამბები