ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში თანამემამულე „მონაკოს“ ბარიერი დასძლია, თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა: 3:2 და 2:2.
პარიზული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.
ლუის ენრიკე:
„არ მომწონს, როცა საქმე საწვალებლად არის, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. დატვირთული კალენდარი გვაქვს.
პირველ ტაიმში სიზუსტე გვაკლდა, მაგრამ მეორეში თამაში გავაკონტროლეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ბოლოს გაშვებულმა გოლმა სურათი შეცვალა და მატჩი დაიძაბა. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ზოგჯერ ასეთებიც საჭიროა. ამის გამოცდილება დაგვიგროვდა.
შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის დონეზე ავიდეთ? იგივე გზას უნდა გავყვეთ, მომდევნო ეტაპზე კი ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ.
მიმდინარე სეზონში დავამტკიცეთ, რომ რთულ ვითარებაში პრობლემებთან გამკლავება შეგვიძლია. მომდევნო ეტაპები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ამიტომ განვითარება აუცილებელია“.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ან „ბარსელონას“ შეხვდება ან „ჩელსის“. წილისყრა პარასკევს, 27 თებერვალსაა.
